„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა კომპანია „დელტაკომის“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საეჭვო კავშირებზე ისაუბრა.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე პეტრიაშვილმა განაცხადა, „დელტაკომი“ ასეულ ათასობით ლარის სანაცვლოდ ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მისი ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელ რგოლში არის ზურაბ კოტარია, რომელიც ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის პერიოდში ოტუ-ს დეპარტამენტის ხელმძრვანელი იყო.
„დელტაკომის“ და მისი შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელ რგოლში არის ზურაბ კოტარია, რომელიც ვანო მერაბშვილის შინაგან მინისტრობის პერიოდში იყო ოტუ-ს დეპარტამენტის ხელმძრვანელი. „ოტუ“ დაკავშირებული იყო უკანონო მოსმენებთან. მაქვს ხელთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად „დელტაკომის“ შვილობილი კომპანიის „დელტა ტვ“-ის დირექტორი არის ზურაბ კოტარია. ჩვენი ინფორმაციით, „დელტაკომის“ მფლობელი აის პაატა ქიქოძე, ხოლო „დელტა ტვ“-ის მფლობელი მისი ძმა. როგორც იცით, შსს-ს ადვოკატებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, თუ რა საფასურად ემსახურება დელტაკომის შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - აცხადებს პეტრიაშვილი და მოუწოდებს არასამთავრობო სექტორს და ჟურნალისტებს აღნიშნული კომპანიის საქმიანობით დაინტერესდეს.
„ჩვენი ინფორმაციით, „დელტაკომი“ ყოველთვიურად ამ მომსახურებაში ასეულ ათასობით ლარს იღებდა. სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ „დელტაკომის“ შეთავაზება იყო უფრო ძვირადღირებული ვიდრე „სილქნეტის“. მთელი ეს სქემა მიმართული იყო ირაკლი ალასანიას პოლიტიკური საქმიანობის წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას და ჟურნალისტებს დაინტერესდეთ ბატონი ზურაბ კოტარიას საქმიანობით. სახეზეა სამწუხარო მემკვიდრეობა, რომელიც წილად ხვდა ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობისგან“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






