მღებრიშვილი სტერეოტიპების მსხვრევას იწყებს - რეორგანიზაცია პენიტენციალურ სისტემაში
პოლიტიკა - 13:45, 29 Dec, 2014     1722

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბათუმის #3 დაწესებულების დირექტორის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა რომ იგეგმება კიდევ სხვა საკადრო ცვლილებები, რომელიც სხვა დაწესებულებებსაც შეეხება.

მღებრიშვილის განცხადებით, დაგეგმილი რეორგანიზაციები, უწყების საქმიანობის გამჭვირვალობას და საზოგადოებაში პენიტენციალური სისტემის იმიჯის ამაღლებას ემსახურება. „ჩემი მთავარი პრინციპია, დავამსხვრიო სტერეოტიპი, რაც მუდმივად პრობლემა იყო ამ სისტემის - ჩაკეტილობა, გაუხსნელობა, დაფარული ინფორმაციები“.

"დღეს #3 დაწესებულების თანამშრომლებსა და მედიის საშუალებით საზოგადოებას ახალი დირექტორი წარვუდგინე. ჩემი მთავარი პრინციპია, დავამსხვრიო სტერეოტიპი, რაც მუდმივად პრობლემა იყო ამ სისტემის - ჩაკეტილობა, გაუხსნელობა, დაფარული ინფორმაციები. რაც საჯარო არის ყველასთვის ხელმისაწვდომელი იქნება. ისე ინიშნებოდნენ და იხსნებოდნენ დაწესებულების დირექტორები, რომ ამას ვერავინ ვერ იგებდა. მინდა, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალეები ვიყოთ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისივე განმარტებით, ბათუმის #3 დაწესებულებაში 200-მდე პატიმარი იხდის სასჯელს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნობა.

"ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ყოველთვის მივანიშნებთ და ვაღიარებთ, რომ არის პრობლემები. ჩვენ გეგმაზომიერად ყველა პრობლემას ვაგვარებთ. დაახლოებით 200-მდე პატიმარი იხდის სასჯელს ამ დაწესებულებაში. პატიმრებს შევხვდები და მოვისმენ მათგან იმ პრობლემების შესახებ, რაც აწუხებთ. შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვუგვაროთ ყვლა პრობლემა. პატიმრებს უნდა მივაწოდოთ ის, რაც მათ ეკუთვნით, ასევე უნდა მივიღოთ მათგან ის, რაც გვეკუთვნის", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42