ბერძენიშვილის საახალწლო სურვილი, 2014 წლის მთავარი მოვლენა და პერსონა
პოლიტიკა - 11:05, 31 Dec, 2014     4869

პოლიტიკურად გადატვირთულ 2014 წელს უმრავლესობის დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ბათუმში გააცილებს. დეპუტატმა გადაწყვიტა, დამდეგს მეუღლესთან, სიდედრთან და მეუღლის დასთან ერთად შეხვდეს.

ლევან ბერძენიშვილმა „ნიუპოსტთან“ საახალწლო გეგმებზე ისაუბრა და წლის მოვლენა და პოლიტიკოსიც დაასახელა.

როგორც თვითონ ამბობს ტრადიციული ოჯახი აქვს. თუმცა ტრადიციულის გარდა დეპუტატს მეუღლე ყოველ ახალ წელს სიურპრიზებით ანებივრებს და 1 იანვარს საიდუმლოდ მომზადებულ სადილს ახვედრებს.

„ძალიან ტრადიციული ოჯახი მაქვს. რამდენჯერმე ახალ წელს თვითმფრინავში შევხვედდი, ერთი ორჯერ ამერიკაშიც მომიწია ყოფნა, მაგრამ ძირითადად ჩემს ოჯახთან ერთად ვხვდები. ეხლა გადავწყვიტეთ, რომ ახალ წელს გაფართოებულ ოჯახთან ერთად შევხვდეთ. ახალ წელს ბათუმში მივდივარ, სადაც მეუღლის გარდა იქნება ჩემი სიდედრი და ცოლის და. ახალ წელს ჩვენი ოჯახის აუცილებელი კერძი არის საცივი, გოჭი და გოზინაყი, თუმცა ვინაიდან ჩემი ცოლი, ცოლის და და ჩემი სიდედრი მაღალი კულინარიული ოსტატობით გამოირჩევიან, თითოეულ რაღაცას შემატებენ ხოლმე სუფრას. ეს როგორც წესი საიდუმლოა და ამ საიდუმლოს ვიგებთ პირველ იანვარს. არც კი გვიშვებენ სამზარეულოში, რომ გავიგოთ რა კეთდება. ყოფილა შემთხვევა ძალიან მაგარი სიჩუანური კერძი გაუკეთებიათ და ასე შემდეგ“, - ამბობს დეპუტატი.

საახალწლო სუფრაზე ბერძენიშვილების ოჯახში ყველაზე მეტი რაოდენობით სასმელია წარმოდგენილია. როგორც უმრავლესობის წევრი ამბობს, სუფრას მთელი წლის განმავლობაში შეგროვებული, უიშვიათესი სასმელით აწყობს. ოჯახში განსხვევბულების ტრადიციაც აქვთ.

„რაც შეეხება სასმელს, ამ თავლსაზრისით ძალიან დემოკრატები ვართ. ამიტომ სუფრაზე დაახლოებით ათი დასახელების სხვადასხვა სასმელია. მთელი წლის განმავლობაში რასაც მჩუქნიან არ ვსვამ და ამიტომ მიგროვდება ბევრი. ახლაც შეგროვებული მაქვს უიშვიათესი ღვინებით დაწყებული გაგრძელებული კონიაკით, ვისკით და შამპანიურებით. ამიტომ იქნება ძალიან ბევრი ჭიქა, განსხვავებლები და ასე შემდეგ. ჩემს ოჯახში განსახვევბული სასმისების და სასმელების ტრადიცია ჩემს ოჯახში არის. ყველაზე ორიგინალური განსხვავებული სასმისი არის, ჟურნალისტების მიერ ნაჩუქარი ყანწსა და ჭინჭილას შორის გარდამავალი სასმისი. ძალიან ძნელია მისით დალევა.განსახვევბულით დამილევია სიტყვით თავისუფლების და საერთოდ თავისუფლების სადღეგრძელოს. ეს ჩემი საყვარელი სადღეგრძელოა. როგორც წესი, ახალ წელს ჩვენ გვიყვარს მიხარულება, ვცეკვავთ, ვმღერით და ასე შემდეგ“, - ამბობს ბერძენიშვილი.

ყველაზე ორიგინალური საჩუქარი

„ყველაზე ორიგინალური საჩუქარი იყო, როდესაც 16 კილოიანი წიგნი მაჩუქეს პორტუგალიაში საახალწლოდ. კამოეფის უზარმაზარი პოემა გამოცემული ძვირფას ქაღარლდზე. ძალიან წონიანი იყო, მაგრამ მაინც არ დავტოვე. ტანისამოსი დავტოვე და წიგნი წამოვიღე. მე მიყვარს როდესაც საახალწლოდ სასმელს ვჩუქნი. ამიტომ უცხოეთში როდესაც მივდივარ ვცდილობ ისეთი რამე ვიყიდო, რაც შემდეგ საჩუქრად ივარგებს. მაგალითად ეხლა მაქვს იაპონური ვისკი, რაც ძალიან მოულოდნელი საჩუქარია ვისკის მოყვარულისთვის. ასე, რომ ძალიან მიყვარს ასეთი საჩუქრების ჩუქება, როდესაც არასოდეს დაავიწყდებათ ვინ აჩუქა. მიყვარს საერთოდ სასმელების რეკლამირება“.

წლის მთავარი მოვლენა და წლის ადამიანი

„წლის მთავარი მოვლენა იყო ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. ასოცირების ხელშეკრულებამ ჩვენ ყველა დაგვაახლოვა ევროპასთან. სულ მალე ამას უფრო სერიოზულად ვიგრძნობთ. შესაბამისად წლის დაწესებულება არის პარლამენტი და წლის პოლიტიკური ფიგურა იყო პარლამენტის თავმჯდომარე“.

რას ისურვებდით 2015 წელს

„ვისურვებდი ვიზა-ლიბერალიზაციას 22 მაისს ლიგაში, რომლის შემდეგ ყველა შენგენის ზონაში უბრალოს პასპორტით ვივლით“, - ამ სურვილით ეგებებბა დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი დამდეგ 2015.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42