საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაცის ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანის შესაძლო აკრძალვის შესახებ.
„რუსეთის ბაზარაზე ქართული პროდუქციის ექსპორტი 2013 წლიდან განახლდა. პირველ ეტაპზე რუსეთის ბაზარზე დაბალი ფიტოსანინიტარიული რისკის, მოგვიანებით კი, მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის შემცველი პროდუქცია დაიშვა. ამ ეტაპზე საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური და მინერალური სასმელების, ასევე ბოსტნეულის, ხილის, ციტრუსის, მშრალი ხილის, სუნელების, ჩაის და დაფნის ექსპორტი ხორციელდება.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცხოველური წარმოშობის პროდუქციის, ცხვრის, თევზისა და თაფლის ექპორტის განსახორციელებლად“- ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
ქართული პროდუქციის შესაძლო აკრძალვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულ მედიაში გამოჩნდა, გავრცელებული ინფორმაციით ამ გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.
მასალის გამოყენების პირობები






