საგარეო საქმეთა სამინისტრო ადრიატიკის ზღვაში მომხდარი კატასტროფის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, ადრეატიკის ზღვაში ცეცხლმოკიდებულ გემზე სულ რვა ქართველი იმყოფებოდა. მის თქმით, ხუთის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ხოლო დარჩენილი სამიდან მხოლოდ ერთის ვინაობაა დადგენილი, ეს არის სასულიერო პირი მამა ილია.
დანარჩენი ორის ვინაობის დასადგენად სამინისტრო კვლავ მუშაობს.
„ხუთი ქართველი გადაყვანილია სხვა გემზე, მაგრამ მათი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან სამი მიმართულებით გადაყავთ ხალხი. კიდევ სამი ქართველია, რომელთა ადგილსამყოფელი ჯერჯერობით არ ვიცით. გუშინ 70 კაცი გადაიყვანეს ალმოდებული გემიდან. სავარაუდოდ, იმ 70-ს შორის იყვნენ დანარჩენებიც. სამიდან ერთის ვინაობა იციან, დანარჩენი ორის ვინაობის დადგენაზე ვმუშაობთ,“ - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






