პრეზიდენტის ინიციატივით საახალწლოდ დახმარება 1530 ადამიანმა მიიღო
პოლიტიკა - 12:25, 29 Dec, 2014     1441

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად დღეს "კათარზისს" ეწვია, სადაც თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულები მოინახულა. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა თავშესაფრის ბინადრებს პირადად გაესაუბრნენ და დამდეგი დღესასწაული მიულოცეს. მოხუცებმა პრეზიდენტისგან საახალწლო საჩუქრის სახით ფულადი დახმარებაც მიიღეს.

ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა, რომელიც ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით გადანაწილდა ხანდაზმულებზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ოჯახურ მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ბავშვებზე. დახმარება მიიღეს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხუცებულთა თავშესაფრების მცხოვრებლებმა, ბერი ანდრიას ფონდის სიმსივნით დაავადებული ბავშვების თავშესაფრმა და საპატრიარქოს მეფე თამარის პანსიონმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონ 71 ათასი ლარი გამოიყო. ქვეყნის პირველი პირი სულ 1530 ადამიანს დაეხმარა, რომელთაგან 411 მოხუცებული და შშმ პირია, 349 მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი, 424 ოჯახთან რეინტეგრაციის პროცესში და 206 ნათესაობით მინდობით აღზრდაში მყოფი პირი, ასევე 31 ბავშვი ბერი ანდრიას თავშესაფარში და 109 ბავშვი სკოლა-პანსიონში. თითოეულ ადამიანზე გამოიყო 700 ლარი, რომელიც უმეტესობას პირად ანგარიშზე ჩაერიცხება სოციალური სააგენტოს მეშვეობით, ხოლო საოჯახო ტიპის სახლების, ანდრიას ფონდისა და მეფე თამარის პანსიონის აღსაზრდელებისათვის თანხები ჩაერიხებათ დაწესებულებებს, რომლებიც შემდგომში ამ თანხებს ბავშვებს გაუნაწილებენ. ჯამური დახმარება შეადგენს 973 000 ლარს სოციალური სააგენტოს ხაზით და 98 000 ლარის საპატრიარქოს ხაზით.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42