ომბუდსმენი მთავარ პროკურორს მიმართავს
პოლიტიკა - 11:44, 29 Dec, 2014     1677

ომბუდსმენი მთავარ პროკურორს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით წინადადებით მიმართავს.

ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მოქალაქე მ.ქ.–ს მიმართ პოლიციელების მიერ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

მოქალაქე მ.ქ.–ს განმარტებით, იგი 2014 წლის 1 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს, გადაიყვანეს გლდანის პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც სკამზე ხელბორკილებით მიაბეს და ცემეს. შსს თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაკავებულს აღენიშნებოდა დაზიანებები.

მოცემულ ფაქტზე, 2014 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე; თუმცა, აღნიშნული საქმე იმავე დღეს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის დადგენილების საფუძველზე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომელიც დღემდე აწარმოებს გამოძიებას.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის იმავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიების წარმოება ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს და მიზანშეწონილად მიაჩნია გამოძიება საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42