დედაქალაქში ფოიერვერკების გამოყენების წესები შეიცვალა. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა რომ დადგინდა ფოიერვერკების გამოყენებასთან დაკავშირებული მინიმალური რეგულაციები და შეზღუდვები დაწესდა, რომლის თანახმადაც დედაქალაქში სადღესასწაულო დღეების გარდა ფოიერვერკის გამოყენება ღამის საათებში იზღუდება.
"ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, არასასურველი შედეგი მოჰყვეს ფოიერვერკის გამოყენების წესების დარღვევას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ დავიცვათ წესები. გარდა სადღესასწაულო დღეებისა, ჩვენს მიერ დადგენილი წესის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ღამის საათებში ფოიერვერკების გამოყენება იზღუდება, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია. შუაღამეს ფოიერვერკის გამოყენება და ხმაური დისკომფორტს იწვევს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათი ინტერესები იქნას გათვალისწინებული და არ გამოვიყენოთ ფოიერვერკები, რომელიც იწვევს ხმაურს ღამის საათებში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნარმანიამ აგრეთვე ისაუბრა დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე და მოქალაქეებს დასწრებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






