ხელისუფლების ასეთ დახასიათებისთვის პეტრიაშვილმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ფაქტი მოიყვანა.
,,შსს და პროკურატურას რომ თავი დავანებოთ, თქვენს ეთერში განაცხადა პრეზიდენტმა, რომ ღამე 2 საათზე გაიგო, ყოფილი პრეზიდენტი იბარებდა საქართველოს ასოცირების რატიფირებას, პარლამენტის თვმჯდომარის სამკურნალოდ წავლა 3 კვირით ადრე იყო დაანაონსებული, არის თუ არა ეს კატასტროფა? ერთი წლის წინ ჩემო შალვა, ბოდიში მომითხვია, სადც მე ვიყავი ასორიცების ხელშეკრულებაზე, საქმე ძალიან კარგად იყო“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა და ორი მინისტრი დაასახელა, რომელიც მისი თქმით, ყველაზე მაგრად მუშაობს - გიორგი კვირიკაშვილი და დავით სერგეენკო.
ალექსი პეტრიაშვილი თქმით, თუკი ირაკლი ალასანიას დაიჭერენ ეს კიდევ უფრო დააჩქარებს იმას, რომ ,,ხელისუფლების მომავალი არ ჩანს“. ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინიტრი ამბობს, რომ არცერთი წუთით არ ნანობს იმას, რომ ის ქართულ ოცნებასთან ერთად იყო. ,,არცერთი წამით არ ვნანობ და არ გამიჭირდება მადლობა გადავუხადო ივანიშვილს იმ ბრძოლისთვის, რომელიც სააკაშვილის დამარცხებას მოხმარდა. ეს იყო ქართველი ხალხის და ჩვენი თავისუფალი დემოკრატების მოკრძალებული წვლილი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






