„ახმეტისა და ყვარლის რაიონის სოფლებში რუსული პასპორტები რიგდება“
პოლიტიკა - 00:42, 28 Dec, 2014     5754
რა ხდება კახეთის რეგიონში და მოსახლეობის რა კატეგორია ღებულობს რუსეთის პასპორტებს, - პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი ,,for.ge“-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში შემწეობების, პენსიების თუ სხვა ეკონომიკურ–სოციალური სარგებელის მიღების შესაძლებლობა აქვთ. რაც სოციალურ ფონს იმ რეგიონში მშვიდს და კომფორტულს ქმნის, ,,მაგრამ ჩნდება კითხვა - რის ფასად ხდება ეს ყველაფერი?“ - ამბობს მაჭავარიანი.

,,შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, გამომდინარე იქედან, რომ არაერთხელ მომიწია იმ მიმდებარე რაიონებში ჩასვლა, სადაც ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქე „რუსი პენსიონერები“, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ რუსული მოქალაქეობა, ისინი არიან რუსულ პენსიებზე თუ სხვა შემწეობებზე დამოკიდებული. მათ აქ ყოფნა ურჩევნიათ, მაგრამ რეალურად ისინი უკვე არიან რუსეთის მოქალაქეები. მე როგორც ვიცი ხალხის ეს რაოდენობა იზრდება.

რამდენად ცნობილია, ან ყურადღებას აქცევენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ფაქტს, ჩემთვის ეს უცნობია. უბრალოდ, ისევ წაყრუების პოლიტიკა მიმდინარეობს, იმისათვის, რომ არ ვაწყენინოთ რუსეთს. ეს თემა რეალურია და საჭიროებს სახელმწიფოებრივ ყურადღებას, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე“, -აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

რას შეეხება იმას, თუ რა კატეგორიის ადამიანებს და კონკრეტულად სად რიგდება, მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს ხდება კახეთის რეგიონში, სადაც დასახლებული არიან როგორც ქართველები, ისე ოსები და ქისტები. ,,რაც შეეხება კატეგორიას, ძირითადად, ესენი არიან პენსიონერები და მათი ოჯახის წევრები. შესაბამისად, ამას მოჰყვება ეკონომიკური თუ სოციალური სარგებელი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომელსაც რუსეთის მთავრობა უხვად არიგებს ჩრდილოკავკასიის რეგიონებში. რუსული პასპორტების დარიგება ხდება კახეთის რაიონის მოსაზღვრე რეგიონებში – ახმეტისა და ასევე ყვარლის რაიონთან მდებარე სოფლებში. შემთხვევით მომიწია ამ რაიონში ყოფნა, გაკითხვით და მათთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობაა ადამიანების, რომლებმაც რუსული პასპორტი მიიღეს.

ღიად ამაზე არ საუბრობენ, მაგრამ ცხადია, რომ ისინი ამით არსებობენ და ეს ცნობილია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. რა თქმა უნდა, მათ აწყობთ, რომ ამ რეგიონებში სოციალურად დაძაბული ფონი არაა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც იმავე სოფელში ცხოვრობენ და არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, საკამოდ რთულ ვითარებაში არიან იმათთან შედარებით, ვინც აიღო რუსეთის პასპორტი და იღებს რუსულ შემწეობებს. ეს მათ აფიქრებინებთ, თავადაც იფიქრონ მსგავს შესაძლებლობაზე, რომელიც მათ სოციალურ თუ ეკონომიკურ კეთილდღეობას მოემსახურება.“, - აცხადებს მაჭავარიანი.

წყარო: for.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42