ორგანიზაციის ინფორმაციით, ადამიანებმა, ვისი სახელებიც ამ სიაში მოხვდა, შესაძლოა, თბილისის მერიაში წამყვანი თანამდებობი ხელისუფლებასთან ნათესაური კავშირების გამო დაიკავონ.
„საბურთალოს გამგებლად ბექა მიქაუტაძე დაინიშნება, მისი მოადგილის პოზიციას კი კახი კალაძის ცოლის ბიძაშვილი ლუკა კანკავა დაიკავებს, საბურთალოს მუნიციპალიტეტში ანუკი არეშიძის ბიძა ბესარიონ ჭუმბურიძე დასაქმდება, დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა განყოფილებას ალექსანდრე ავთანდილაშვილი უხელმძღანელებს, რომელიც ამავე რაიონის საკრებულოს დეპუტატის თარაზ შურღაიას ბიძაა. სამგორის გამგეობის მთავარი სპეციალისტების პოზიციებს ქეთი გომართელი და ქეთი ორჯონიკიძე დაიკავებენ. ისინი სამგორის გამგებლის მეუღლის მეგობრები არიან. ნავთლუღის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ მარინა დავითულიანი მოიაზრება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






