საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 111 ოფიცერი შეემატა
პოლიტიკა - 14:50, 27 Dec, 2014     1128

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 111 ოფიცერი შეემატა. დღეიდან მათ ოფიცრის პირველადი წოდება - ლეიტენანტი მიენიჭებათ. მათ დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე ღვთისა და ერის წინაშე ოფიცრის ფიცი დადეს. დღეიდან მათ ოფიცრის პირველადი წოდება - ლეიტენანტი მიენიჭებათ.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ უმცროს ოფიცრებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა, კარიერული წინსვლა უსურვა.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ამ ადამიანებს შეიარაღებული ძალების რიგებში შესვლა. ასევე შეიარაღებულ ძალებსაც ვულოცავ ახალ შევსებას. დღეს, 111 ოფიცერი შეემათა ოფიცერთა კორპუსს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ძლიერი ოფიცერი ძლიერ შეიარაღებულ ძალებს ნიშნავს. ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ცოტა ხანში კიდევ ერთ შევსებას ველოდებით. ოფიცერთა კორპუსის მომზადება ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა ასევე, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

აკადემიის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს. საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, პირადი შემადგენლობა აკადემიის მოძღვარმა, მამა თედეოზმა დალოცა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის აკადემიის და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე, კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ოფიცერთა მომზადების კურსი 25 კვირას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც მსმენელები სხვადასხვა სამხედრო დისციპლინას დაეუფლნენ. დღეიდან კურსდამთავრაბულები სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42