„კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ისეთი სახის ცვლილებები, რომლებიც პროკურატურას დამოუკიდებლობის გარანტიას მისცემს.
ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ კახი კახიშვილმა სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არცე ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, არ უნდა მიეცეს საშუალება დაანგრიოს ის, რაც უკვე გაკეთებულია.
„ კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც პროკურატურას ღრმა დამოუკიდებლობის გარანტიას მისცემს. მომხრე ვარ, რომ პროკურატურას დამოუკიდებლობისთვის კონსტიტუციური გარანტიები ჰქონდეს და გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრაც ქართული საზოგადოების წინაშე სწორედ კონსტიტუციით მოხდეს. რაღაც მარტივი ცვლილებებით, რომლებიც მხოლოდ უმრავლესობის გადაწყვეტილებით იქნება მიღებული და არ იქნება კონსტიტუციასთან მიბმული, კარგ შედეგს ვერ მოიტანს“, - განაცხადა კახიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






