ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი ტენდერებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელე ბულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც გადაცემა „ბიზნეს კურიერთან“ საუბრისას ჯავახიშვილმა განაცხადა, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ყველა ტენდერი კანონის დაცვით ტარდება.
„ჟურნალისტის ან არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების გამო, თუ კომპანიას ტენდერში გამარჯვება ეკუთვნის, მე უნდა დავბლოკო კომპანია? თუ აკეთებ განცხადებას, მაში დააზუსტე რას არღვევს და თუ არღვევს ეს პროკურატურის საქმეა. თქვენ როგორ გინდათ, ჩვენ ანარქია ვაშენოთ? თუ კანონი გაძლევს ამის უფლებას და ეს კანონიერი ქმედებაა, იმიტომ, რომ ვიღაცას ეს არ მოსწონს, ამიტომ ტენდერი უნდა დავბლოკო? სხვათაშორის „სერპანტინმა“ ჩემი აქ მოსვლის შემდეგ, ჩემი მონაწილეობით ორ ტენდერში გაიმარჯვა, მობრძანდეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ვაჩვენებ, რომ მათ ეკუთვნოდათ გამარჯვება და გაიმარჯვეს. შემდეგ დამარცხებული კომპანიების ხელმძღვანელებს შევხვდი და მათ არანაირი პრეტენზიები არ ჰქონდათ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
„საერთაშორისო გამჭირვალობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის გამოცხადებულ ტენდერებში მაღალი თანამდებობის პირების კუთვნილი კომპანიები იმარჯვებენ.
მათ შორის იყო, კომპანია „სერპანტინი“, რომელმაც ორი წლის მანძილზე 6 ტენდერში გაიმარჯვა და 23.8 მლნ ლარი შემოსავალი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






