„პროკურატურის რეფორმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრს საპროკურორო უფლებასმოსილება არ აღუდგება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებული სხდომის გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს დახვდა პროკურატურა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი მართავდა.
„ეს მოდელი ჩვენ შევცვალეთ 2013 წლის მაისში. მაშინდელი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თაოსნობით შეიქმნა ის ხარვეზიანი მოდელი, რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა ამ ხარვეზიან მოდელს აქვს ერთი დადებითი, რომლის შეტრიალებასაც არ ვაპირებთ. რის შეცვლასაც არ ვაპირებთ გახლავთ ის, რომ იუსტიციის მინისტრს არ უნდა ჰქონდეს საპროკურორო უფლებამოსილება. ეს ჩემი გადასახედიდან ერთადერთი პოზიტიურია, რაც ამ მოდელს აქვს“, - განცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






