ავოიეეე, თქვენ ყველას შიგ ხომ არა გაქვთ?!- გოგა ხაინდრავა
პოლიტიკა - 23:44, 26 Dec, 2014     15481
გოგა ხაინდრავა გაზეთ „ალიასთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და „რესპუბლიკელებს“, „თავისუფალ დემოკრატებს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ირაკლი ღარიბაშვილის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეთანხმებულ ბრძოლაში ადანაშაულებს:

„ესენი არიან მამაძაღლები თავისი პოზიცია-ოპოზიციიანად. ვინც ეს დღეები "ურტყამდა" თავდაცვის მინისტრს, ყველანი არიან პოლიტიკური სპეკულანტები, პოლიტიკური "პროსტიტუტკები", სხვა მეტი ამას არავინ გააკეთებდა... პოლიტიკური ფუნიდან ბიძინა ივანიშვილის ამოყვანილები, საქართველოს ებრძვიან. იმასაც ვერ ბედავენ, პირდაპირ თქვან, ბიძინა ივანიშვილს ვებრძვითო... დაბალი ღობე ნახეს ღარიბაშვილი და უტევენ.

"რესპუბლიკელებიც" ოპოზიციაში წავიდნენ, ის, რასაც დათო ბერძენიშვილი აკეთებს, მაგას ოპოზიცია ჰქვია. როცა იძახი, მთავრობას ტყავს გავაძრობო, კი მაგრამ, ეს შენი მთავრობა არ არის, შე კაიდედმამიშვილო?!. მაგ კოალიციის წევრი არ ხარ?! მაგათაც "თავისუფალი დემოკრატებივით" გამოსდით, ოპოზიციაში კი გადავედით, მაგრამ პარლამენტში თანამდებობებს ვერ დავთმობთო, ასე არიან "რესპუბლიკელებიც", კოალიციაში კი არიან, მაგრამ ოპოზიციონერობენ, თან ამერიკისკენ აქვთ უკანალი მიტრიალებული და იქიდან შესდით ენერგეტიკა, მაგრამ საქართველოში აღარც ამერიკული და აღარც რუსული ენერგეტიკა აღარ იქნება, თუ ვინმესთვის ქართული ენერგეტიკა იგივეა, რაც რუსული, ეს მისი პრობლემაა.

მაგათი ვერაფერი გავიგე, ახლა ვეკითხები მათ, რატომ ხერხავთ იმ ტოტს, რომელზეც სხედხართ? ვისაც არ ეზარება და ვისაც მთელი ცხოვრება ხმა არ ამოუღია, ვისაც ხელი არ გაუშვია სააკაშვილის ერთ ორგანოზე, ყველა მაგათ აგინებს და ლანძღავს.

"დემოკრატები" და "ნაციონალები" რეზოლუციებით პარლამენტში ერთად გამოდიან. პირდაპირ ჩანს, რა დავალებაც მიიღეს იმ ბნელი ძალებიდან და მაკკეინისგან, მათ დავალებას ასრულებენ იმის იმედით, რომ ხელისუფლებაში მოვლენ.

დასავლეთის ბნელ ძალებს არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არც ვაშინგტონის დაკრულზე ცეკვავს და არც მოსკოვის.. ღარიბაშვილი ასე არ იქცევა და მით უმეტეს ივანიშვილი, , დღეს მუხა არის ივანიშვილი, ის უნდა მოიჭრას და ამაზეა ყველა დაგეშილი.

ასეთი დაძაბული ვითარება მსოფლიოში არც მახსოვს, როდის იყო. პრაქტიკულად, სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს უკრაინაში. ცენტრალურ ევროპაში ომი მიდის და არც ერთი მხარე აღარ მალავს, აღმოსავლეთში ომია, ცეცხლი უკიდია ნახევარ მსოფლიოს. თქვენ გესმით, რა ხდება მსოფლიოში, სად ვყოფთ თავს?.. რუსეთის ხელისუფლებამ ნატოსთან მიმართებაში კატეგორიული განცხადება გააკეთა, მინდა ვაი-პოლიტიკოსებს შევძახო, - ავოიეეე, თქვენ ყველას შიგ ხომ არა გაქვთ?!. რა გინდათ ამ საქართველოსგან, რას გადაეკიდეთ?..“- აცხადებს გოგა ხაინდრავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42