"ვიზიტიდან ჩამოსულმა რამდენიმე საათში გავიგე, რომ სტრასბურგში არავინ არ მიდიოდა. ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩემი არხებით გავიგე, არ ვიცი რატომ არ მიდიოდნენ, მაგრამ ვიცი, რომ სტრასბურგის დატოვება სახელმწიფო დელეგაციის გარეშე იქნებოდა აბსოლუტურად არასწორი. მე ჩამოვედი საღამოს, დილას მე გავიგე, რომ არავინ არ მიდიოდა სტრასბურგში და წავედი საღამოს სტრასბურგში. მე არაფრის მომზადების შესაძლებლობა არ მქონდა, მე უნდა წავსულიყავი იქ, რომ არ ყოფილიყო გაუგებარი ვითარება, იმიტომ, რომ ეს ხელშეკრულების რატიფიკაციის მხარდაჭერა არ ჩაებარებინა წინა ხელისუფლების პრეზიდენტს.
წარმოიდგინეთ ვიზუალი, რომ იქ არის მხოლოდ სააკაშვილი, იმიტომ კი არა რომ სააკაშვილი უარყოფითია ან დადებითი, ცოტა აბსურდული ვითარება იქნებოდა, მარტო ყოფილი პრეზიდენტი რომ იქნებოდა და სხვა არავინ. შესაბამისად მე ჩემი თავი ვალდებულად ჩავთვალე,წავსულიყავი."- განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






