ახალგაზრდები იღუპებიან... ჩვენ ომში... ნიცშემჭირხვნელს ეს, რა თქმა უნდა, არ აინტერესებს! - ირაკლი ტაბლიაშვილი
სოც.მედია - 19:06, 26 Dec, 2014     2354

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი თავდაცვის სამინისტოს სკანდალურ განხადებაზე პრემიერ-მინისტრის დღეს გაკეთებულ შეფასებას ,,ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება.

,,გაღმა მიდავებაცაა და მიდავებაც - შეტევაზე გადასული აღმასრულებელი ხელისუფლება, ჩანს, არა მხოლოდ არ ნანობს თავდაცვის სამინისტროს ნათქვამს, პირიქით - ჯიუტად ცდილობს იმავეს "დამტკიცებას". აზრიც არ აქვს უკვე მათთვის იმის მტკიცებას, რომ "ომი უკრაინაში" არის "ომი საქართველოსათვის". აღმასრულებელ ხელისუფლებაში სწამთ და სჯერათ, რომ ასე არცაა და არც უნდა იყოს...

მეტიც, მათ სწამთ, რომ საგარეო ფრონტზე დაშვებული იყო შეცდომები და ისინი სულაც არ უკავშირდება ევროკავშირს, ნატო-ს თუ უკრანის ფრონტს... მთავარ და ერთადერთ შეცდომად ყოფილი ხელისუფლების ვერ-ჩაწიხვლას მიიჩნევენ და ასახელებენ.

პარალელურად, არ ვიცი რამდენი, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, არაუმცირეს 1 მილიოდი დოლარისა, იხარჯება "ნიუ-იორკ თაიმსის" ჩანარის მომზადება-ბეჭდვაში... მინისტრები საუბრობენ "სიცოცხლის ქვეყანა საქართველოზე", თავისივე წარმოდგენით აპიარებენ ქვეყანას და ბევრ მათგანს საერთოდაც წარმოდგენაც არ აქვთ ხედვებზე, პერსპექტივაზე, განვითარებაზე.

ამ ჩანართთან დაკავშირებით კიდევ იმას ვიტყვი, რომ ამგვარობებს მხოლოდ რუსები "ჩალიჩობენ", იხდიან ფულს... იხდიან და ჰგონიათ, რომ თუ "ნიუ იორკ თაიმსში" მათ შესახებ ჩანართი გაჩნდება, რუსეთის იმიჯი კარგი იქნება.

... თუმცა, მივუბრუნდეთ მთავარ სათქმელს ჭიკ... კი არა, ჯანელიძის უწყების წაშლილ განცხადებას... გავიგეთ, რომ არ ნანობთ და ისიც გავიგეთ, რომ მგლის თავზე სახარების კითხვასაც უნდა გავეშვათ ჩვენ - "მქადაგებლები"... ამავე დროს, თქვენი თანხმობით შემოდის ამ ქვეყანაში რუსი ხუბუტია და "მაესტროსაც", რომელიც იყო ქართული ბაზრისათვის სავსებით კარგი და მისაღები, ხელთ იგდებენ "დამოუკიდებელი სტუდიების" (თქვენ მიერ შექმნილი სტუდიების) მეპატრონეები, რომლებიც პარალელურად!!! არ მალავენ, რომ მუშაობენ სამთავრობო უწყებებში... თქვენ მრჩეველთა შორის არიან პირები, რომლებიც სულ უფრო ღიად აწვებიან დასავლეთს... ღიად საუბრობენ, რომ საქართველო ნეიტრალური უნდა იყოს... ღიად დასცინიან ატლანტიკურ ალიანსს და ღიადვე ამბობენ, რომ საშიში არაფერია ვთქვათ კახეთის რეგიონში რუსეთის პასპორტიზაციაში (დაუდასტურებელი ინფორმაცია) ან,დაღესტანიდან გადმოჭიმულ გზაში...

თან, რამდენადაც პრაქტიკულად დადასტურებულია, ემზადებით ახალი და რიგგარეშე არჩევნებისათვის... და არა იმიტომ, რომ თქვენსავე რიგებში მოკალათებული კოლექტიური ჭიკ... კი არა, ჯანელიძეები არ მოგწონთ, არამედ იმის გამო, რომ ნინო ანზორის ასულს მისცეთ ასპარეზი... დაუთმოთ და ის აქციოთ მთავარ პოლიტიკურ ძალად.

ამასობაში, ახალგაზრდები იღუპებიან თქვენ კი არა - ჩვენ ომში - აქ - საქართველოში და "იქ" - უკრაინაში!

ნიცშემჭირხვნელს ეს, რა თქმა უნდა, არ აინტერესებს!“- წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42