დეპუტატები, სხდომის დატოვების მიზეზად, ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის სხდომაში მონაწილეობას და "საქმის გარჩევის" მცდელობას აპროტესტებდნენ.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ბეგლარ სოიორიძემ, საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისაგან მოითხოვდა პასუხს, მათ მიერ საჯაროდ და ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან გაკეთებული განცხადებების გამო.
მერმა დეპუტატებს ცილისმწამებლები და მატყუარები ეძახა.
სხდომა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რადგან მერს თან მერიის რამდენიმე თანამშრომელი ახლდა და ისინი სხდომის დატოვების საშუალებას ნათია შარაშენიძეს არ აძლევდნენ.
მერმა შარაშენიძეს, წინ დღით "გურიის მოამბეს" ვებ გევრდის გადაცემა "მთავარ თემაში" გაკეთებული განცხადებების გამო პასუხი მოსთხოვა, პასუხს ითხოვდნენ ასევე თანამშრომლებიც.
სხდომის შემდეგ "გურიის მოამბესთან" საუბარში, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შესაძლო ფიზიკური ზეწოლის დიდ ალბათობაზე ისაუბრეს:
თამილა ნადირიძე: 'არნახული და გაუგონარი ზეწოლაა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მისამართით მოხდება ფიზიკური ანგარიშსწორება, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქალაქის მერს, ბეგი სიორიძეს."-თქვა დეპუტატმა.
ის, რა განცხადებების გამოც ქალაქის მერი პასუხს დეპუტატებს სთხოვდა, საჯარო მოხელეთა კონკურსს და ბოლო 4 თვის განმავლობაში ტენდერების გარეშე ჩატარებულ შესყიდვებს ეხებოდა:
მიხეილ გოგოტიშვილი, ‘ნაციონალური მოძრაობა“: ‘ეს იყო კონკურსი კონკურსისთვის, რისი შედეგიც არის ჩინოვნიკები ახლო ნათესავების დასაქმება საჯარო სამსახურებში. ჯერ კიდევKგასაუბრებამდე არსებობდა სეიბი, ვინ, რომელ თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა მათ საკმარისი ქულები”.
ნათია შარაშენიძე, ‘ლეიბორისტული პარტია“: “კონკურსი, რომელიც ჩატარდა ადგილობრივი ხელისუფლების ზედამხედველობით, იყო ფარსი. კონკრეტული ადამიანები, სანამ საბოლოო სია გამოქვეყნდებოდა, ანუ ტესტირების შემდეგ, დადიოდა მერიაში და ჩვეულებრივად ასრულებდა უფლებამოვალეობას. მათ შორის ბევრი ისეთია, ვინც ტესტირებით მიიღო დაბალი ქულები, მაგრამ გასაუბრებით გავიდნენ. კონკურსი ხელს პროფესიონალ კადრებს კი არ აძლევს, არამედ ხელისუფლებაში მყოფ პირებს, რომ დაასაქმონ მათი საახლობლო-სანათესაო. ამ კონკურსმა დაბადა ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები. პირადად ვთხოვე ბატონ მერს, რომ ერთი წევრი მაინც ყოფილიყო კომისიაში ოპოზიციიდან, პირობა მომცა, თუმცა, საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა. არის საუბარი იმაზეც, რომ რამდენიმე ისეთი მოხვდა თანამდებობაზე, ვინც ვერ გაიარა ტესტირება. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოხდა ტესტირების დღეს, კონკურსანტებს ჰქონდათ იმის განცდა, რომ ვიღაცამ ეს ტესტები წინასწარ გაიტანა და გადასცა იმ წერა-კითხვის უცოდინარ კონკურსანტებს საახლობლოდან, ვინც დღეს თანამდებობებზე არიან”.
ნათია შარაშენიძე შესყიდვებზე: ‘მაგალითად ‘ტოიოტა პრადოსთვის” საბურავების შესაძენად გადახდილია 1800 ლარი ბიუჯეტიდან, 4 თვეში მერს 27 ათასი ლარის საწვავი აქვს მოხმარებული. არ ვიცი ეს აღრიცხული არის თუ არა საერთოდ, სჭირდება ამდენი საწვავი, იქნებ არ სჭირდება? ხელთ მაქვს შესყიდვები და რაც ყვლაზე მთავარია 4 თვის განმავლობაში არც ერთი ტენდერი ჩატარებული არ არის. ბიუჯეტის რომელ რაციონალურ ხარჯვაზეა ლაპარაკი საერთოდ? ყველაფერი პირდაპირი წესით აქვს შესყიდული. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებაში 59 ათასი აქვთ გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთჯერადად. რა ოქროს ყდაშია ჩასმული? საკუთარი ჯიბეებისთვის არის გაკეთებული ეს ყველაფერი“-განაცხადა შარაშენიძემ.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






