დღესდღობით ყველაზე აქტუალურ თემაზე - არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი, საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმაც გააკეთა განცხადება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი თვლის, რომ რუსეთი დარჩება საქართველოს მტრად მანამდე, სანამ, მას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და მიზანმიმართულად გააგრძელებს ქვეყნის ანექსიას.
„პუტინის რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც სისტემატიურად არღვევს საერთაშორისო ნორმებს და სტანდარტებს, რომელიც დღეს არის დიდი საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის, ეს არის ქვეყანა, რომელიც არა მარტო ოკუპანტია ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის, არამედ მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს ანექსიისკენ. ნაკლებად ვიფიქროთ იარლიყების მიკერებაზე და გავაკეთოთ ის, რაც მაქსიმალურად გაითვალისწინებს ქართული სახელმწიფოს ინტერესს“ - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






