ამ ბიჭების ხსოვნის გარეშე არ არსებობს ჩვენი შეიარაღებული ძალების მომავალი - ჯანელიძე
პოლიტიკა - 17:58, 26 Dec, 2014     1637

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. თავდაცვის მინისტრის სახელით გამართული ღონისძიება 2008 წლის აგვისტოს ომში, ISAF-ის საერთაშორისო მისიაში, ასევე 2004 წლის საბრძოლო მოქმედებებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს მიეძღვნა.

საახალწლო კონცერტს თავდაცვის მინისტრი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, მინდია ჯანელიძემ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნაძვის ხესთან საჩუქრები გადასცა.

მინისტრმა პატარებს და მათ მშობლებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებზე ზრუნვაა.

„ჩვენი მოვალეობა თქვენთან ძალიან აქტიური და ახლო კომუნიკაციაა. ერთად უნდა მოვიფიქროთ და ვიზრუნოთ, თუ როგორ უნდა დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს. აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას გარკვეულ ინიციატივებზე, რომლებიც ჩვენი გმირების ოჯახების მდგომარეობას შეამსუბუქებს. მინდა, რომ ამ ყველაფერს ერთად ჩავუყაროთ საფუძველი. მზად ვარ, თქვენს გვერდით ვიყო. ეს ჩემს მოვალეობად მიმაჩნია. თქვენს გარეშე, იმ ბიჭების ხსოვნის გარეშე არ არსებობს ჩვენი შეიარაღებული ძალების მომავალი“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

საახალწლო განწყობა ქართველი სამხედროების შვილებს საბავშვო-მუსიკალურმა სტუდიამ - „ბზიკები“ შეუქმნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42