პრემიერი განცხადება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, რუსეთის და ვლადიმერ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.
ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
ექსპერტს ასევე უკვირს თუ რატომ იკავებს პრემიერი თავს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ კრიტიკული განცხდებების გაკეთებისგან. როგორც ჩიტიძე ამბობს, ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს.
„როდესაც პრემიერი თავს იკავებს, რომ გააკეთოს კრიტიკული განცხადება რუსეთის მიმართ შესაძლოა, ამან კითხვები გააჩინოს. მისი ლოგიკა რა არის, რომ რუსეთთან არ ღირს ურთიერთობის გაფუჭება და ალბათ, სწორედ ამას მოჰყვა პრემიერის შემდგომი განცხადება, რომ სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო ომი არ იქნებოდა. იმის მტკიცება უნდა, რომ მე არ ვაკეთებ პუტინის მიმართ მკვახე განცხადებას და სამაგიეროდ შეგინარჩუნეთ მშვიდობაო. ის არ აღიარებს რომ პუტინი მტერია და ამბობს, რომ ომი სააკაშვილის გამო მოხდა. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც ქვეყნის ინტერესს აზიანებს. ასეთი განცხადება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ამით პრემიერი პრობლემას უქმნის ქართულ სახელმწიფოს და არა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს. რა გამოდის, რომ რუსეთს ომი არ სურდა და სააკაშილმა თავისი პროვოკაციებით გამოიწვია აგვისტოს ომი?!“, - აცხადებს ჩიტიძე.
მასალის გამოყენების პირობები






