ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა „ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 დეკემბრის №24 ბრძანება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
უშიშროების მდივნის განცხადებით, მისია ავღანეთის სამხედრო ძალებისთვის გამოცდილების გაზიარებას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მისია 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყება. „მისიაში მონაწილეობას ნატოს წევრი 26 ქვეყანა და 14 პარტნიორი ქვეყანა მიიღებს. ამერიკის შეერთებული შტატების კონტინგენტის დაქვემდებარებაში - საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ბატალიონი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონტინგენტის დაქვემდებარებაში - საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ასეული,თურქეთის რესპუბლიკის კონტინგენტის დაქვემდებარებაში - საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






