პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რუსულ-უკრაინულ კონფლიქტს და მასში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობას შეეხებოდა საპარლამენტო უმცირესობის წევრები პასუხობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ პრემიერის განცხადება ძალიან დიდი შეცდომა იყო.
„ტოტალიტარული რეჟიმი, პუტინის სახით ებრძვის თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას, რომელთან ერთადაც დგას დასავლეთი, ევროპა და ამერიკა, ამ დროს საქართველო ამბობს, რომ მას არ აინტეესებს ეს ყველაფერი, არ ერთვება ამ საკითხში და არ აინტერესებს ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა ხელისუფლების მხრიდან“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო არ ერევა ამ დაპირისპირებაში და უკრაინის ომში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობას ემიჯნება.
მასალის გამოყენების პირობები






