პრემიერის ფსიქოზი ბიძინასთან გართულებული ურთიერთობის ბრალია - დარჩიაშვილი
პოლიტიკა - 13:43, 26 Dec, 2014     1253

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არაადეკვატური პასუხები გასცა.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში დარჩიაშვილმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილისთვის რეალურ პრობლემას „ნაციონალები“ წარმოადგენენ და მათზე კრიტიკით სურს პასუხგაუცემელი კითხვების გადაფარვა.

„მისი რეალური ცხოვრებისეული, იდეოლოგიური და პოლიტიკური პრობლემა არის სწორედ ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ჩანს ღამე აღარ სძინავს ამაზე ფიქრით. ის აგრესიული და გაუწონასწორებელი ახალგაზრდა კაცია. შესაბამისად, შეუფერებელია ამ თანამდებობისთვის. არაადეკვატურის, როდესაც რუსეთის პრეზიდენტზე ეკითხებიან და ამბობს, რომ სააკაშვილია საქართველოს მტერია. საერთოდ არც ერთ რეალურ საკითხზე ჩამოყალიბებული საკითხი არ აქვს. ამბობს, რომ რეფომრებს ვაკეთებო და ვერ აკონკრეტებს, რაში მდგომარეობს რეფორმა. უბრალოდ ილანძღება და მგონია, რომ ბიძინასთან გართულებული ურთიერთობები მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს და გაუწონასწორებელი ხდება“, - ამბობს დარჩიაშვილი.

რაც შეეხება თავდაცვის სკანდალურ განცხადებაზე პრემიერის განცხადებას, დარჩიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ცრუობს.

„ეს ადამიანი იტყუება, რომ თავდაცვის სამინისტრომ მასთან შეუთანხმებლად გააკეთა რამე. თავის ტყულებში თვითონვე იხლართება. მან თქვა, რომ ჩვენ უკრაინასთან გამიჯნულები ვართ. რას ნიშნავს ეს? რამდენჯერმე აიხლართა თავისივე ნათქვამში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა "ნიუპოსტთან" საუბარში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42