„ამ დროისთვის პროექტი მზადების პროცესშია, მის სრულყოფაზე მუშაობენ პრეზიდენტთან არსებული პოლიტსაბჭოს წევრები. მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და ვისაუბრო თუ რა პლუსები ექნება ამ შეთანხმებას, მაგრამ ვთვლი, რომ დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია რესპუბლიკისთვის“- განაცხადა მან.
ასევე მან გაიხსენა, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთის უახლეს ისტორიაში იყო ორი რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ რუსეთთან ინტეგრაციის და მასში შესვლის შესახებ თავისი დადებითი აზრი დააფიქსირა.
„ მე ვფიქროb, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით უნდა იყოს მხარდაჭერილი იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას ჩვენი კონსტიტუცია და სტრატეგიული პარტნიორის მზაობა მოგვცემს“ აღნიშნა კულუმბეგოვმა.
კულუმბეგოვმა ასევე დააზუსტა, რომ ახალი შეთანხმების მთავარი კომპონენტი ე.წ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება იქნება „რადგან რესპუბლიკას ჯერ კიდევ არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები თავისი სამხრეთელი აგრესიული მეზობლისგან“- აცხადებს ე.წ მთავრობის თავმჯდომარე.
„მეორე ასპექტი - ცხოვრების დონის გაუმჯობესება და სოციალური საკითხების გადაწყვეტაა. რაც არ უნდა იყოს, მე დარწმუნებული ვარ , რომ სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს ისეთ დოკუმენტს, რომელიც არ მოახდენს ჩვენს კონსტიტუციაზე გავლენას და ამასთანავე უპასუხებს რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ინტერესებს“- განაცხადა კულუმბეგოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






