საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული ბალანსი შემუშავდა
პოლიტიკა - 12:36, 26 Dec, 2014     1354

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ.

2013 წელს ენერგეტიკის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც მიღებულ იქნა ენერგეტიკის სტატისტიკის სამოქმედო გეგმა. შესაბამისად საქსტატმა ენერგეტიკის სტატისტიკის განვითარებისა და სრულყოფილი, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ენერგეტიკული ბალანსის შემუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ოფიციალური ენერგეტიკული ბალანსი სტატისტიკის სამსახურის მიერ 2002 წელს მომზადდა და მას შემდეგ აღარ შემუშავებულა.

ენერგეტიკული ბალანსის შემუშავება განაპირობა მომხარებელთა ფართო წრის მზარდმა დაინტერესებამ, ვინაიდან ის წარმოადგენს ლოკალური თუ გლობალური პოლიტიკის დაგეგმვის საუკეთესო საშუალებას.

ენერგეტიკული ბალანსის შემუშავების პროცესში , საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აქტიურმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამოკვლევის კითხვარებისა და მეთოდოლოგიის სრულყოფის თვალსაზრისით.

სრულყოფილი ბალანსის წარმოების მიმართულებით, აღსანიშნავია, საერთაშრისო თანამშრომლობა და ევროკავშირის პროგრამა ინოგეიტის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა აღნიშნული საქმის წარმატებით განხორციელებაში.

ახალი 2013 წლის ენერგეტიკული ბალანსი შედგენილია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტან-დარტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42