ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საწვავის ფასებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საწვავის ფასის კლება ყველგან თანმიმდევრობით ხდება, საქართველოში კი ეს პროცესი იგვიანებს.
"მე ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მოხდეს საწვავის ფასის კლება. ასეც უნდა იყოს და ასეც იქნება ჩემი ინფორმაციით, რადგან არ შეიძლება სხვანაირად იყოს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს, ვაკვირდებით თუ როგორ დააკლებენ ფასებს იმპორტიორები. ეს უნდა იყოს ადეკვატური. რა თქმა უნდა, არანორმალურია ის, რომ მთელ მსოფლიოში ხდება ფასების კლება თანმიმდევრულად, საქართველოში კი - დაგვიანებით. საჭიროა გარკვევა ხომ არ აქვს ადგილი რაიმე კარტელურ შეთანხმებას და საქმე ხომ არ გვაქვს მონოპოლიებთან. ამას მალე გავარკვევთ და ადეკვატური რეაგირება ექნება ყველაფერს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით აუცილებლად გაირკვევა აქვს თუ არა ადგილი კარტელურ შეთანხმებას საწვავის ფასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასთან დაკავშირებით იგივე პრეტენზია გუშინ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემაც გამოთქვა.
მასალის გამოყენების პირობები






