„შეიძლება ბევრი სამინისტროს ბიუჯეტი გადაჭარბებით დაიგეგმა, მაგრამ ამის გამო მინისტრები არ უნდა დავსაჯო“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტმა „ექსპო-ჯორჯიაში“ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ ვერ მოახერხა ინფასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტის შესრულება, პრემიერმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ უწყებაში ბიუჯეტის შესრულება არის 90%-იანი.
„სხვა სამინისტროებს რაც შეეხება, შეიძლება ბევრის ბიუჯეტი გადაჭარბებით დაიგეგმა და ფაქტობრივი შეცდომები მოუვიდათ, მაგრამ ამის გამო მინისტრები არ უნდა დავსაჯო. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ტენდერები ჩავარდა. ეს ყველგან ხდება, მაგრამ ჩვენ ბიუჯეტის კორექტირებას არ ვახდენთ. წინასწარ ყველაფრის დაგეგმვა ძალიან რთულია. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული იგივე ტენდერები, ჩვენ არ ვახდენთ ერთ კონკრეტულ პირზე ტენდერების მიცემას, როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში. როდესაც ტენდერებს იგებდნენ უგულავას, თარგამაძის, მერაბიშვილის და კეზერაშვილის კომპანიები“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






