პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი წლების განმავლობაში საზოგადოებას სიცრუეში აცხოვრებდა და პოლიტიკოსები დღესაც ცდილობენ მოსახლობის შეცდომაში შეყვანას, ეს კი ანტიეროვნული პოლიტიკის გამოხატულებაა.
"ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში ვიმყოფებით ძალიან დიდ ტყუილში და ვირტუალურ სამყაროში. ის განცდა, რაც გაუჩინეს მოსახლეობას წინა ხელისუფლებამ, ეს იყო დიდი დანაშაული ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სამწუხაროა, რომ დღესაც ცდილობენ აქტიურად პოლიტიკოსები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ეს არის უპასუხისმგებლო და ანტიეროვნული პოლიტიკის გამოხატულება და ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც დავასრულეთ ქვეყანაში 2 წლის წინ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა აგრეთვე ისაუბრა გატარებულ რეფორმებზე და კოალიციის საქმიანოიბას წარმატებული უწოდა, მისი თქმით მთავრობა ყველა კუთხით ნაყოფიერად მუშაობს და განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახა მოსახლეობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






