პრემიერ-მინისტრის თქმით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს არ წაადგება.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „ექსპო-ჯორჯიაში“ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„მიუხედავად ჩვენს მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკისა რუსეთთან მიმართებაში, ძალიან არაადეკვატური იყო ის ნაბიჯი, რომელიც გადმოიდგა რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან. ვგულისხმობ, აფხაზეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას და დაანონსებულ ე.წ. ხელშეკრულებას, რომლის გაფორმებასაც ცხინვალის მთავრობასთან აპირებენ. ეს ცუდი სიგნალია და ეს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს არ წაადგება. ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვართ და ვიქნებით. თუმცა, ამავდროულად, ვართ პრინციპულები, ისეთ საკითხებში რომელიც ეხება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ჩვენ არ ვაპირებთ ოკუპირებული ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისს. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც საგარეო უწყება წარმატებულად ახორციელებს. საერთაშორისო თანაემეგობრობა ამაზე ინფორმირებულია და ყველამ ერთხმად დაგმო ეს ნაბიჯი“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






