საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით თებერვალში მთავრობა საზოგადოებას წარუდგენს გეგმას, თუ როგორ მოხდება იმ საჩივრებზე რეაგირება რომელიც პროკურატურაში არის შესული და რომელიც ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას და წინა მთავრობის პერიოდში დაპატიმრებული ადამიანების რეაბილიტაციას ეხება:
"ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ყველა ის საჩივარი რომელიც შევიდა პროკურატურაში, საქმე ეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს და რეპრესირებულ ხალხს, ათასობით ადამიანზეა საუბარი, მაქსიმუმ თებერვლამდე ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ გეგმას როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის დასრულება, საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო, რომელიც გაატარა პროკურატურამ , განსაკუთრებით დაჩქარდა პროცესი ბოლო პერიოდში, შეიქმნება სპეციალური დეპარტამენრტი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით. "- განაცხადა რარიბაშვილმა პრესკონფერენციის დროს.
მასალის გამოყენების პირობები






