საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას კარგად აქვს გააზრებული, რომ ის რაც ორი წლის განმავლობაში გაკეთდა საკმარისი არ არის.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „ექსპო-ჯორჯიაში“ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში კიდევ არსებობს უამრავი პრობლემა და მათ შორის ყველა რთული ვთარება რეგიონებშია.
„მთავრობას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ რაც გაკეთდა არ არის საკმარისი. აუცილებელი, რაც უნდ გაგვეკეთებინა გავაკეთეთ და დაპირებები შევასრულეთ, თუმცა ეს პროცესი გრელდება. წინ დიდი სამუშაოა. ეს დიდი ძალისხმევას საჭიროებს. კიდევ რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა ვიცი. რეგიონებში განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა. სოფლებში არის ისეთი პრობლემები, როგორიც არის უშუქობა, სასმელი წყლის არარსებობდა და გზის არარსებობდა. ჩვენ ბოლო 9 წლის განმავლობაში დიდი ტყუილაში და ვირტუალურ სამყაროში ვიმყოფებოდით. ის განცდა, რომელიც წინა ხელისულებამ მოსახლეობას გაუჩინა, ეს იყო დანაშუალი ჩვენი ქვეყნის წინაშე. სამწუხარო, რომ დღესაც ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას პოლიტიკოსები. ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ჩვენ დავასრულეთ ქვეყანაში “, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






