ქართულმა და რუსულმა მხარეებმა რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკებები 2 დღის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა.
„კურიერის“ ინფორმაციით, რუსული მხარე თბილისში ფრენების ინტენსივობის ზრდას ითხოვს.
კერძოდ, ისინი კვირაში 18 საათს ითხოვენ, რაც რუსებს განსაკუთრებულ პირობებში აყენებს.
ამ შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში სპეციალისტები შიშობენ, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიების დავქემდებარებაში იქნება. მათი თქმით, თუ საქართველოს მთავრობა ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს რუსეთის მიმართულებით 6 რეისი შესრულდება, რაც მარტივი გათვლებით დღეში 1200 მგზავრს ნიშნავს.
„ქართული კომპანიები დაიხურებიან და ბაზარზე დარჩება მხოლოდ რუსული კომპანიები და პარიტეტის აუცილებლობის საკითხიც აღარ იქნება. რუსული კომპანიები ფრენის სიხშირეს დაასტაბილურებენ და კონკურენტიც არ ეყოლებათ“, - აცხადებს ექსპერტი ლევან კალანდაძე.
მასალის გამოყენების პირობები






