ომბუდსმენი ქუთაისის მერს რეკომენდაციით მიმართავს
პოლიტიკა - 19:50, 25 Dec, 2014     1430

სახალხო დამცველი ქუთაისის მერს სოციალურად დაუცველი თ.ღ-ს თავშესაფრით უზრუნველყოფასთან რეკომენდაციით მიმართავს.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვაი.

"თ.ღ-ს ოჯახს არა აქვს საცხოვრებელი სახლი და თავის შვილთან ერთად თავს აფარებს საცხოვრებლად გამოუსადეგარ სახლს, რომელიც არის სხვისი საკუთრებაა და მომავალში ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. თ.ღ-ს განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა ქუთაისის თვითმართველობას თავშესაფრით დაკმაყოფილების მოთხოვნით თუმცა უშედეგოდ.

თ.ღ.–ს ოჯახი რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თუმცა, მას დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს სოციალური დახმარება. შესაბამისად, ოჯახს არანაირი შემოსავლის წყარო არ გააჩნია.

უსახლკაროდ დარჩენილი პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს დელეგირებული აქვს ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ამდენად, უსახლკარო ოჯახების მიმართ ადგილობრივ ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

ვინაიდან, თ.ღ-ს ოჯახს დამოუკიდებლად არ შეუძლია უზრუნველყოს ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური პირობები, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მას სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ესაჭიროება მყისიერი და ეფექტური დახმარება" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42