ბრიტანეთშ მოღვაწე ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე - იგივე დავიდ კომა, ახლა საფრანგეთის მოდის ინდუსტრიის განვითარებაზე იზრუნებს. დევიდ კომა ფრანგული ბრენდის Thierry mugler-ის კრეატიული დირექტორი გახდა.
2014 წლის აპრილში Nicola Formicett-მ Thierry mugler-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. გავრცელდა ინფორმაცია რომ ფრანგულმა სახლმა მთავარი შემოქმედის პოსტზე ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი DAVID KOMA დანიშნა.
დავიდ კომამ პირველი კოლექცია მუგლერის სახელით პარიზში 2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე გამოიტანა.
თავის მხრივ დევიდმა უკვე დიდი ხანია მიაღწია წარმატებას. მისი დიზაინით შექმნილი სამოსი ისეთ ვარსკვლავებს აცვიათ როგორებიც არიან ბიონსე, ლედი გაგა, მაილი საირუსი, ოლივია უაილდი, ნაომი კემბელი, რიანა, ნატალია ვოდიანოვა და სხვა
მასალის გამოყენების პირობები






