დავით სუჯაშვილი საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 18:18, 25 Dec, 2014     3650

საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, დავით სუჯაშვილი და საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე, იმედი გამოთქვეს თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.

„ დღეს ჩვენ შევხვდით თურქეთის ელჩს ბატონ ლევენთს. იცით, რომ თურქეთი არის საქართველოს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული მეზობელი. ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, განვიხილეთ თურქეთსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.“ - განაცხადა საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, დავით სუჯაშვილმა.

“დღეს ჩვენ გვქონდა გაცნობითი სახის შეხვედრა. ბატონ სუჯაშვილს მივულოცეთ ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და ვუსურვეთ წარმატებები ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში. შეხვედრამ გულწრფელ გარემოში ჩაიარა. განვიხილეთ საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თურქეთის უსაფრთხოების საბჭოსთნ შესაძლო თნამშრომლობის საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, ამიტომ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი სუჯაშვილის თანადგომით მოხდება არსებული ურთიერთობების გაღრმავება.“ - განაცხადა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა , ლევენთ გუმრუქჩუმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42