პრემიერის ეს განცხადება სურვილს მიჩენს, მივცხო პირზე ხელუკუღმა - ჩერგოლეიშვილი
სოც.მედია - 17:59, 25 Dec, 2014     4753

„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი თავდაცვის უწყების სკანდალურ განცხადებაზე პრემიერ-მინისტრის გუშინდელ კომენტარს ეხმაურება.

"საქართველოს თავდაცვის მინისტრს "არც ეუხერხულება და არც არაფერი" - პრემიერის ეს უტიფარი და ლაჩრული განცხადება მთელი დღეა თავში მიტრიალებს და გამოვტყდები, რომ მხოლოდ ერთ, არცთუ საამაყო სურვილს მიჩენს - საჯაროდ მივცხო პირზე ხელუკუღმა.

უკანა კარიდან გაპარული თავდაცვის მინისტრი რომ მახსენდება, ეს არც თუ მოსაწონი სურვილი კიდევ უფრო მიძლიერდება.

ერიხ მარია რემარკის "დასავლეთის ფრონტზე სიახლე არ არის" პირველი წიგნია, რომელმაც ჯარისკაცის სიცოცხლე ახლო მანძილიდან დამანახა. ამ ნოველის ბოლო

აბზაცი დღემდე ზეპირად მახსოვს (რუსულად) - შევეცდები ვთარგმნო.

"ის დაეცა 1918 წლის ოქტომბერში. ამ დღეს მთელ ფრონტზე ისეთი სიწყნარე იყო, რომ ჯარის რეპორტი მხოლოდ და მხოლოდ ერთი წინადადებისგან შედგებოდა: დასავლეთის ფრონტზე სიახლე არ არის. სახით დაეცა და ისე იწვა, თითქოს ეძინა. როდესაც გადმოაბრუნეს, ნახეს რომ დიდხანს არ უწვალია. სახეზე მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს კმაყოფილი იყო, რომ სიცოცხლე დასრულდა".

არ ვიცი რას ფიქრობდა ალეკო გრიგოლაშვილი როცა კვდებოდა, მაგრამ რატომღაც მჯერა, იმას ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ქვეყნის ხელისუფლება ანგარებაში დაადანაშაულებდა, შეურაცხყოფდა და ამის გამო უხერხულობასაც არ იგრძნობდა.

Irakli Garibashvili Official - სად გაიზარდე?", - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42