„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე ეხმაურება სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ე.წ შეთანხმებას, მისი თქმით ხელისუფლება არანაირ ქმედებას არ აწარმოებს იმისათვის რომ რუსეთის წნეხი საერთაშორისო მასშტაბით გაძლიერდეს.
„ეს ნიშნავს რომ ჩვენი ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრში ისინი დააყენებენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, იტყვიან რომ აქ ჩვენ ვაკონტროლებთ ყველაფეს, ენგურზე აკეთებენ უკვე. საშიშროება არის იმის რომ საბოლოოდ შეიძლება დავკარგოთ ეს ტერიტორიები, იცით რატომ? იმიტომ რომ არ შეიძლება საერთაშორისო ასპარესზე არ გქონდეს რაიმე განცხადება და არანაირი გავლენა, რომ რუსეთზე წნეხი იყოს გაძლიერებული“.- განაცხადა გიორგი ვაშაძემ
კრემლსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ხელმოსაწერი ე.წ. შეთანხმება ოფიციალური თბილისის მწვავე რეაქციების მიზეზი კიდევ ერთხელ ხდება. დოკუმენტი, რომლის გაფორმება იანვარშია დაანონსებული, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. სპეცსამსახურების გაერთიანებასაც გულისხმობს.
სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ითხოვენ მეტ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციასთან და იმედი აქვთ, რომ ამ თემაზე დისკუსია გაგრძელდება და ოფიციალური მოსკოვი მათ თხოვნას გაითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






