„არემჯი გოლდი“ განცხადებას ავრცელებს და CENN-ს არაკომპეტენტურს უწოდებს
პოლიტიკა - 17:01, 25 Dec, 2014     2191

კომპანია „არემჯი გოლდი“ „საყდრისის საბადოს აფეთქების უნებართვოდ განხორციელების შესახებ“ CENN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„თავდაპირველად აღვნიშნავთ, რომ განცხადების ავტორი ავლენს სრულ არაკომპეტენტურობას და კანონმდებლობის უცოდინრობას, მიუთითებს რა იმ ნორმატიულ აქტებს, რომელთა მოქმედებაც რამდენიმე წელია, რაც ძალადაკარგულია. კერძოდ: „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“ საქართველოს კანონი გაუქმებულია 2010 წლის აპრილიდან; „ტექნიკური საფრთხის შესახებ“ საქარველოს კანონი გაუქმებულია 2012 წლის მაისიდან; ხოლო ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია 2011 წლის იანვრიდან საერთოდ ლიკვიდრებულია.

ავტორიტეტულობის პრეტენზიის მქონე ისეთი ორგანიზაცია, როგორიც “სენია“, სახელმწიფოს მოუწოდებს რეაგირებისაკენ და რეკომენდაციებს იძლევა არარსებული უწყების კომპეტენციასა და გაუქმებულ სამართლებრივ აქტებზე აპელირებით, რაც რბილად რომ ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

“სენი“ მოუწოდებს სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურებისა და კომპანიის საქმიანობის შეჩერებისაკენ და მდგომარეობის დამძიმების მიზნით უთითებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმას, რომელიც არანაირად არ ეხება კომპანიის მიერ განხორციელებულ ქმედებას და არ ითვალისწინებს კომპანიის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

საზოგადოებას შევახსნებეთ, რომ „არემჯი გოლდის“ მიერ ყაჩაღიანის ბორცვზე არქეოლოგიური ობიექტის დაშლა განხორციელდა კანონიერი საფუძვლით, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე",-ნათქვამია განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42