„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ დავით ბაქრაძის განცხადებით, თავდაცვის უწყების დიდი სირცხვილია ის, რომ უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილი ძმათა სასაფლაოზე არ დაიკრძალა:
„ დღეს ყველა მოვედით იმისთვის რომ გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა თავისუფლებისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის მიმართ, ამიტომ ბუნებრივია დაკრძალვის დღეს მე თავს შევიკავებ ნებისმიერი პოლიტიკური განცხადებისგან, მაგრამ ვიტყვი მხოლოდ ერთს , ის რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცი მისი ანდერძის საწინააღმდეგოდ, არ იკრძალება ძმათა სასაფლაოზე, ვფიქრობ ადამიანურად არის ძალიან დიდი სირცხვილი დღევანდელი თავდაცვის სამინისტროსთვის“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გრიგოლაშვილი დღეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
32 წლის ჯარისკაცი, 19 დეკემბერს ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






