თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 37-ე წლისთავს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, პირადად ჩემი, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს სახელით, გილოცავთ აღსაყდრებიდან 37-ე წლისთავს !
თქვენი ცხოვრებისა და მოღავაწეობის თითოეული დღე სავსეა საქართველოზე და ქართველ ერზე ზრუნვითა და სიყვარულით. ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი ერის სულიერად განმტკიცებაში. საქართველო, თქვენი მეოხებით, ათწლეულების მანძილზე არაერთ სირთულეს გაუმკლავდა.
თქვენ ქმნით ეპოქას და ბედნიერნი ვართ, რომ უფალმა, სწორედ ამეპოქაში გვაჩუქა სიცოცხლე. მადლობა რწმენისთვის, სიყვარულისთვის, სიკეთისთვის, რომელსაც დაუშურებლად გასცემთ. მადლობა მომავლის იმედისთვის, რომელსაც თითოეული ჩვენგანის სულში ნერგავთ!
გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და ისეთი საქართველოს ხილვას, როგორიც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ინატროთ და ღმერთს შეავედროთ!“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






