რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის 2 წლის ანგარიში
პოლიტიკა - 16:34, 25 Dec, 2014     1615
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, პროექტის - "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყებამ წელს, მისი არსებობის განმავლობაში, ყველაზე მეტი - დაახლოებით, 890 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.

2014 წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საგზაო ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემას, სარწყავ არხებს, ტურისტულ და კულტურულ ძეგლებს, მოწესრიგდა ნაგავსაყრელები; განხორციელდა სტიქიის შედეგების სწრაფი ლიკვიდაცია და მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები; აშენდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კორპუსები; ქვეყნის მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული 82 ამბულატორია დამონტაჟდა.

2013-2014 წლებში გაიხსნა E60 ავტომაგისტრალის 55 კმ, აშენდა 19 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 87 ხიდს; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 554 კილომეტრ გზას; დაიწყო წყალმომარაგების ახალი პროექტების განხორციელება, რომელთა დასრულების შემდეგ, 300.000-ზე მეტი ადამიანი - ანაკლიაში, მესტიაში, ურეკში, შეკვეთილში, ფოთში, ქუთაისსა და ზუგდიდში, 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგელებს, 24 მუნიციპალიტეტის 100.000-ზე მეტ მცხოვრებს კი წყალმომარაგება გაუუმჯობესდება; 841 დევნილი ოჯახისთვის აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საცხოვრებელი კორპუსებს; 56 ობიექტზე ჩატარდა 9.8 მლნ ლარის ღირებულების ნაპირდაცვითი სამუშაოები; განხორციელდა ტირიფონა-სალთვისის სარწყავი არხის რეაბილიტაცია; გამყოფი ხაზის მიმდებარე 9 სოფელში აშენდა 9 ჭაბურღილი.

მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითაც: დასრულებულია 12, მიმდინარეა 4 და დაგეგმილია 17 პროექტი, ჯამური ღირებულებით - 34.1 მლნ. ლარი. 2014 წელს შემუშავდა როშკა-არხოტის გზის მშენებლობისთვის საჭირო პროექტი და 2015 წელს დაიწყება ამ გზის მშენებლობა. გზის გაჭრის შედეგად, მშობლიურ მხარეში 30-ზე მეტი ოჯახი აპირებს დაბრუნებას.

2014 წელს გააქტიურდა სამუშაოები თეთნულდის სათხილამურო კურორტზე; დაიწყო ჭიათურის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო საშუალების - საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტირება.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში 14 ათასზე მეტი საშუალო და მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა და საკითხებისა, რომელზეც მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა. ანგარიშის პრეზენტაციას, საქართველოს მთავრობის წევრები, თვითთმართველი ქალაქის მერები და სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორები, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42