გრიგოლაშვილის დაკრძალვას ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ
პოლიტიკა - 16:17, 25 Dec, 2014     2375

ქუთაისში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძობის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაკრძალვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.

დაკრძალვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი და თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი კახა ჩიქოვანი დაესწრნენ, ხოლო საკანონმდებლო ორგანოდან - „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ თითქმის სრული შემადგენლობა.

"საქართველოსთვის ბრძოლა არ არის მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ლექსანდრე იყო გმირი, არ აქვს მნიშვნელობა სად იბრძოლებდა ის უკრაინაში, თუ საქართველოში. მან საქართველოს ინტერესებს შეწირა თავი" - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით მისთვის ადამიანურად გასაგებია პატრიოტი ადამიანების სურვილი , ებრძოლონ საქართველოს მტრებს ყველგან:

"ჩვენი ადამიანები პატრიოტები არიან და ამიტომაც მათი სურვილი საქართველოს მტრებს ებრძოლონ ყველგან ადამიანურად გასაგებია, ეს არის ძალიან მძიმე დღე ჩემთვის პირადად, რადგან ეს არის კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველის დაკარგვის დღე "- აღნიშნა ქუცნაშვილმა.

გრიგოლაშვილი დღეს ქუთაისში დაკრძალეს. დაღუპულის ცხედარი დღეს დილით ხარების ეკლესიაში გადაასვენეს, დაკრძალვის ცერემონია კი 15:00 საათზე გაიმართა ცხედარი ოჯახის სურვილით, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

32 წლის ჯარისკაცი, 19 დეკემბერს „ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან დაიღუპა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42