ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი ორგანიზაციაა, რომლის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების დიდი წილი სამშენებლო სამუშაოებზე მოდის. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დეტალურად შეისწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის განხორციელებული შესყიდვები.
„საგზაო-სამშენებლო სარემონტო კომპანია „სერპანტინი” მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს უკავშირდება. კომპანიამ ორი წლის მანძილზე 6 ტენდერში გაიმარჯვა და 23.8 მლნ ლარი შემოსავალი მიიღო. წილების უმეტესობას (51%) კომპანიაში თამარ ჯანყარაშვილი ფლობს, რომელიც, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედაა. 2011-2012 წლებში კომპანიამ უფრო მეტ, 8 ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა მათი ჯამური ღირებულება მხოლოდ 1.7 მლნ. ლარი იყო“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.
მასალის გამოყენების პირობები






