დე-ფაქტო ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის თქმით, ცხინვალსა და რუსეთს შორის გასაფორმებელი ე.წ. შეთანხმება სახიფათოა, თუმცა მას დე-იურე ძალა არ გააჩნია.
სანაკოევი ფიქრობს, რომ ეს არის დე-ფაქტო ანექსია.
„ეს ხელშეკრულება სახიფათო იქნება მაშინ, როდესაც უკვე რუსეთის საკანონმდებლო ორგანოები დაიწყებენ ამ დოკუმენტის მიღებაზე მუშაობას. თუმცა რაც იმ პროექტში წერია ჩანს, ამით დე-ფაქტო ანექსია ხდება, მაგრამ დე-იურე ანექსია არ ხდება. რაც დოკუმენტშია ჩაწერილი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის, პროკურატურის და ძალოვანი უწყებების მიმართლებით ჩანს, რომ ცხინვალის სტრუქტურები მთლიანად რუსეთის სამინისტროების და ორგანოების შემადგენლობაში შედიან“, - განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას სანაკოევმა.
რუსული მედია რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის დაგეგმილი ახალი შეთანხმების პროექტს აქვეყნებს.
ტექსტის თანახმად, რომელიც "ვედომოსტიში" დაიბეჭდა, იგეგმება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ინტეგრაცია. გაერთიანდება რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის არმია და ძალოვანი სტუქტურები, მათ შორის სპეცსამსახურები.
მასალის გამოყენების პირობები






