ამ წუთებში უმაღლესი კანონმდებლები საყდრისის თემაზე მსჯელომენ. სესიაზე თავისუფალი დემოკრატების წინადადება განიხილება, რაც საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს.
ირაკლი ალასანიას გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ შესასწავლია, რამდენად იყო კანონის ფარგლებში საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოებში კომპანია RMG-ის მიერ წარმოებული და განახლებული სამუშაოები.
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს. ნაწილი საკითხის შესწავლას გეგმავს. თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ემხრობიან.
„საგამოძიებო კომისია არ შეიძლება იყოს თვითმიზანი და მე მგონია ამ თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება სურს ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ კულტურული ფასეულობები არ აინტერესებს ეს ხომ ჩვენ ვიცით, კომიტეტმა უნდა მოისმინოს და სასამართოლომ უნდა თქვას საბოლოოდ, სამართლებრივი პროცედურების დაცვით მოხდა თუ არა ყველაფერი ის რაც მოხდა ან რაც ახლა ხორციელდება“. - განაცხადა ეკა ბესელიამ
მასალის გამოყენების პირობები






