„ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავს ისეთი წინამძღვარი, როგორიც პატრიარქია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა და პატრიარქს აღსაყდრებიდან 37 წლის იუბილე მიულოცა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა 37 წლის განმავლობაში ურთულესი განსაცდელები გამოიარა და ამ დროის განმავლობაში პატრიარქი ყოველთვის იმედთან და ნუგეშთან ასოცირდებოდა.
„თქვენ ყოველთვის დგახართ და იდგებით ქართველი ერის გვერდით. ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რომ გვყავს ასეთი წინამძღვარი, როგორიც პატრიარქია. თქვენ ყველას გვაძლევთ კაცთმოყვარეობის, მიტევების, სიყვარულისა და პატრიოტიზმის მაგალითს. მთავრობის და მხედრობის სახელით მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გისურვებთ მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს. მჯერა, რომ თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამთლიანდება", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს.
მასალის გამოყენების პირობები






