"ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის არმაზ ახვლედიანის ინფორმაციით, შესაძლოა პარტიაში აღმასრულებელი მდივნის პოსტი გაუქმდეს. ამის შესახებ ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ გენერალურ მდივანს ექნება შესაძლებლობა, სრულად ჩაერთოს პარტიის საქმიანობაში, მაშინ აღმასრულებელი მდივნის პოსტის აუცილებლობა არ იქნება.
„რეალურად, გენერალური მდივანი ფარავს ამ თანამდებობას. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, თუ რა თანამდებობები იქნება და რა ერქმევა, არამედ იმაზე, როგორც ვიმუშავებთ და რას გავაკკეთებთ", - განაცხადა ახვლედიანმა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძეა.
აღმასრულებელი მდივნის პოსტი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და ამ პოსტზე ზვიად ჯანყარაშვილი დაინიშნა, თუმცა მან თანამდებობა მალევე დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






