საყდრისის საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარედ დარეგისტრირების მოთხოვნით საია დღეს კულტურის სამინისტროს ხელახლა მიმართავს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თქმით, ანალოგიურ მოთხოვნაზე რამდენიმე დღის წინ მათ უარი მიიღეს. მიზეზად დოკუმენტში გამოვლენილი გარკვეული ხარვეზები დასახელდა.
როგორც საიას ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აღნიშნავს, ისინი ითხოვენ იმ წესის აღსრულებას, რომელიც ადმინისტრაციულ კოდექსშია მითითებული და ითვალისწინებს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას საჩივრის შეტანის შემდეგ.
საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 23 დეკემბერს პარლამენტს პეტიცია წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტის განადგურების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. პეტიციას ორი ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები






